მე მეექვსე კლასის კომპიუტერული მეცნიერებების საგნის
მასწავლებელი ვარ. ჩემს მოსწავლეებს პროგრამირების გამოცდილება არ აქვთ. მინდა ვასწავლო
პროგრამირების ძირითადი კონცეფციები ფუნქციები, კომენტარი, ციკლები, ცვლადები, if
statements, ოპერატორები, ამისთვის მინდა გამოვიყენო არდუინიოს ბორდის დაპროგრამება
საიტზე tinkercad.com. პროექტის სახელია მისია მომავლის ქალაქში. მოსწავლეები ააწყობენ
შუქნიშნის პროექტებს. ბავშვების მოტივირებისთვის გამოვიყენოთ თამაში ზღაპარი: მოქმედება
ხდება ქალაქში სახელად თვითონ. ამ ქალაქში მხოლოდ რჩეული პროგრამისტები ცხოვრობენ.
ქალაქს თვითონ იმიტომ ქვია, რომ აქ ყველა მაცხოვრებელი თვითონ წერს კოდს. ქალაქში რობოტი
ჰაკერებიც ცხოვრობენ. ერთხელაც, 2050
წელს ქალაქში ზომბი ჰაკერი გამოჩნდა, რომელმაც ქალაქში ყველა შუქნიშანი
გააფუჭა. ქალაქის მცხოვრებლებს სხვა რა გზა დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ შეაკეთონ ყველა
შუქნიშანი. შუქნიშნები ბევრნაირია, ზოგი მარტივია, მხოლოდ ერთი სექცია (განყოფილება)
აქვთ და გზას ერთი მიმართულებით აკონტროლებენ. ზოგზე ქვეითთა გადასასვლელიცაა. ზოგიერთები
გზაჯვარედინზე დგას. (ეს ვარიანტები გამოიყენე დიფერენცირებული სწავლებისთვის) ქალაქის
მერიამ ტენდერი გამოაცხადა და თითოეული შუქნიშნის შეკეთებაში მოქალაქეებს ხელფასს ურიცხავს.
ხელფასის ჩასარიცხად კი მოქალაქეებმა (პროგრამის)
კოდები უნდა წარმოადგინონ მერთან. მასწავლებელი წინასწარ შედგენილი
შეფასების სქემის მიხედვით მოსწავლეებს უხდის Tcoin ებს. მომიმზადე ყველა რესურსი:
1) წასაკითხი მასალა ბლოგზე გამოსაქვეყნებლად.
მოამზადე ბლოგზე გამოსაქვეყნებელი თითოეული გაკვეთილის
შესახებ პოსტი, რომელშიც იქნება დეტალური სახელმძღვანელო, ინსტრუქცია ბავშვებისთვის.
ინსტრუქციებში ახნილი იქნება დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ რა უნდა გააკეთონ. ახნილი იქნება
კოდის წერის სპეციფიკა, როგორ გამოაცხადოს ცვლადი, როგორ შექმნას ფუნქცია, იქნება გამოყენებული
ფუნქციების აღწერა, სინტაქსი, და პროექტის შექმნა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, გაშვება, ტესტირება,
შეცდომის გასწორება
